Saturday, May 7, 2011

ჩემი სოფლის ისტორია და ღირშესანიშავი ტაძრები


1. პროექტის სახელწოდება: ჩემი სოფლის  ისტორია და  ღირშესანიშნავი ტაძრები.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1 – 2 წინადადებით: სოფლის ისტორიული ფაქტების კვლევა – ძიება და მისი 2 ტაძრის ისტორიული ინფორმაციის მოძიება.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლე ეცნობა სოფლის ისტორიულ და გეოგრაფიულ მდებარეობას, მის კულტურულ მემკვიდრეობას. მოსწავლეები იყოფა 2 ჯგუფად:
1 .წმინდა გიორგი
2. მთავარანგელოზი
  ჯგუფები ისაუბრებენ სოფლის ცენტრში არსებული წმინდა გიორგის და მთავარანგელოზის ტაძრების შესახებ.
4. პროექტის მიზნები: სოფლის ისტორიული ფაქტების მოძიება, ჯგუფური მუშაობა, დისკუსიის გამართვა, პრეზენტაციის მომზადება თითოეული ჯგუფების მიერ.
5. მონაწილეთა ასაკი: IV - V, VI - VII კლასის მოსწავლეები.
6. ვადები / ხანგრძლივობა: ორი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიების უნარ – ჩვევები, უკეთ გაეცნობიან სოფლის ისტორიას,  დაათვალიერებენ აღნიშნულ ტაძრებს,მოამზადებენ ფოტო მასალას.გამოუმუშავდებათ სხვისი მოსმენის კულტურა და თაყვანისცემა რელიგიისადმი.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები, ფანქრები, ფურცლები, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოალბომი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული აქტივობებისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპს არჩეული საკითხის შესაბამისად. ამიტომაა ნაყოფიერი და წარმატებული ჯგუფური მუშაობა.
 პირველ ჯგუფს დაევალება წმინდა გიორგის ტაძრის ისტორიის ინფორმაციის მოძიება.
 მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას მტავარანგელოზის დაარსებიდან დღემდე.
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები შესძლებენ ინტეგრირება მოახდინონ საგნების: საქ. ისტორია, საქ. გეოგრაფია, ხელოვნება. ძირითადი მიზანი კი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით პრეზენტაციების მოწყობა.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მანანა თავშავაძე.
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: mananatavshavadze@gmail.com
13. პროექტის ვებ – გვერდი / ბლოგი:mananatavshavadze.blogspot.com